ყვარელში ცეცხლსასაროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ყვარელში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა დღეს, გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის კაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს.

ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.