“ყველაზე დიდი ჯალათიც რომ იყოს, მის მიმართაც უნდა იყოს სტანდარტი დაცული “- აცხადებს, პარლამენტის წევრი წევრი არმაზ ახვლედიანი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში. არმაზ ახვლედიანის თქმით, ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თემით, საკუთარი არაჰუმანური სახე აჩვენა.
“დღეს რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები არიან, ხვალ ოპოზიციაში მყოფთაგან ვინმეს საციხოდ გაუხდეს საქმე და დაიწყოს შიმშილობა, დასუსტდეს და დაუძლურდეს და ამაზე რომ ადამიანს ირონიული ცინიკური დამოკიდებულება გექნება, პოლიტიკოსს უკვე ხელისუფლებაში მყოფს, ესეიგი შენ ხარ ცინიკოსი. ცინიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. შენ თუ ვერ ხვდები პარლამენტის წევრი, მინისტრი, მთავრობის წევრი, პარლამენტის წევრი რომ თუნდაც იყოს დამნაშავე, ვინ დაადგინა რომ დამნაშავეა, მაგრამ თუნდაც იყოს, ყველაზე დიდი ჯალათიც რომ იყოს ვინმე, მის მიმართაც სრულად უნდა იყოს სტანდარტი დაცული. “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის ამ თემით საკუთარი სრული არაჰუმანური სახეც აჩვენა, როგორ შეიძლება ასე გიხაროდეს ან თავი მაინც ვერ მოთოკო. “- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.