ყველაზე მეტი ანონიმური რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა – ISFED

“ყველაზე მეტი ანონიმური რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა”- ამის შესახებ ინფორმაციას, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებს. ISFED-მა სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, კი მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, სოციალურ მედიაში, ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი – 188 რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა, რომლებზეც 2 520-დან 2 619 აშშ დოლარამდე დაიხარჯა. რეკლამებში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 127 ათასი დოლარი, ქართულმა ოცნებამ გადაიხადა, ენმ-იმ 68 ათასი დოლარი და ლელომ 36 ათასამდე დოლარი.ანტიოპოზიციურ გვერდებზე გაზიარებულ პოსტებზე ინტერაქცია თითქმის 4-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვყენებული პოსტებისა.