“ყველაზე რთული მოლაპარაკებები მაშინ არის, როცა უბრალოდ გრძნობ, რომ გინდა ოპონენტს ცხვირში უთავაზო, მაგრამ ამის გაკეთება არ შეგიძლია. ეს მე 2-3-ჯერ დამემართა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში ლავროვს შევხვდი,”
ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, უკრაინელ ბლოგერთან არაფორმალურ ინტერვიუში განაცხადა.