ყველაზე ცხელი წერტილები კრემენაია და ბახმუტია – გაიდაი

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ ყველაზე ცხელი წერტილები კრემენაია და ბახმუტია.

  • “ყველაზე ცხელი წერტილები კრემენაია და ბახმუტია. კრემენაიას მახლობლად ბრძოლა გრძელდება. რუსებს ესმით, რომ თუ კრემენაიას დაკარგავენ, მათი დაცვის მთელი ხაზი “დაეცემა”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.