“ისტორია ცინიკურად სამართლიანია და ჩვენი ისტორიის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი მომავალი.
ქართული ოცნება,  კობახიძე ამბობს, რომ კანონპროექტი კარგი იყო – უბრალოდ ხალხს ვერ აუხსნეს და ახსნას ახლა “დაიწყებენ”.
ვის უნდა აუხსნას  კობახიძემ, რომ კარგი კანონპროექტი იყო? საკუთარ სტუდენტებს, რომელთაც კარგად იცნობს, მუდმივი კონტაქტი აქვს და წლებია “რაღაცას” უხსნის და ასწავლის?
საკუთარ სტუდენტებს რომლებთანაც ლექციაზე ვერ მივიდა დღეს, იმიტომ რომ მან აუხსნა როგორც იცოდა ან უნდოდა – მათ კი გაიგეს, როგორც არის!
ჩვენ კი ყველამ ვისწავლეთ, რომ პარტიის თავმჯდომარეობა თუნდაც მმართველის არაფერს ნიშნავს, როცა ღირსებას კარგავ, სამართალი შენგან კი არ ისმინება შენს მაგალითზე ისწავლება!
ევროპული მომავალი საქართველოს ისტორიითაა განპირობებული და კონსტიტუციით გარანტირებული!”

წერს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში.