ყველამ კარგად ვიცით, რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. მათ ჩვეულებრივ კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. არ გამოცხადების შემთხვევაში იცით, ასეთ ფაქტებს რა ნაბიჯები მოჰყვება. ეს ყველაფერი კანონშია გაწერილი. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება კანონდარღვევის წამახალისებელი. პირიქით, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე. კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს. ხოლო თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე, ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ჩვენ, ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას.
პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ასეა – ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის. მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა “ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”. რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით, რომ ისინი გარედან იმართებიან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რას ფიქრობენ და რას აღიარებენ ისინი.