“ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას, რომელიც ძალადობისკენაა მიმართული “- ეს განცხადება, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
“მგონი ყველამ კარგად იცის, ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობის, არეულობის გამოწვევისკენ. ქართველები ძალიან გონიერი ხალხია და კარგად ხვდება.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტების საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5-6 ივლისს ვერ დავინახეთ ეს, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში იქნება მეტად დაფასდება, რამდენად ღირებულია ეს უფლებები. “, – განაცხადა დეგნანმა.