პარტია მოქალაქეების ლიდერი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას საპარლამენტო მანდატებზე, რათა რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
ელისაშვილის განცხადებით, არჩევნებზე ტოტალური გაყალბების შემთხვევები დაფიქსირდა.
“საერთო კონსენსუსია საჭირო. საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იქნას ცნობილი სამართლებრივად უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტისა და ავტომატურად კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, — განაცხადა ელისაშვილმა.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.