ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება საკითხი, რათა გამარტივდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსასვლელი გზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის. ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ 1500-მდე ადამიანს გაუწია მომსახურება და მაქსიმალურად ცდილობს ყველანაირ გამარტივებას იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის პირობებში არსებობს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე. ჩვენ განვიხილავთ როგორც ეპიდემიოლოგიურ, ისე სხვა რისკებს. ეს საკითხი საბჭოზე დგას დაა ალბათ უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ვიზიარებ ამ ადამიანების ოჯახის წევრების მწუხარებას. წინა წლებშიც გვქონდა შემთხვევები – ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უწევთ, სხვადასხვა გზით დააღწიონ თავი ამ რეჟიმს”. – თქვა ტიკარაძემ.