765 000–ზე მეტი დაინფიცირებული და ოთხ მილიონამდე ტესტირებული ამერიკელი. ასეთია ადროისთვის აშშ–ს მონაცემები. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ საყოველთაო ტესტირება ეპიდემიის გაკონტროლების ოპტიმალური გგზაა.
“ჩვენ გვაქვს დადასტურებული მოლაპარაკება პარტნიორობის შესახებ ამერიკელ აპარატურის მწარმოებელთან. საქმე ეხება ყოველთვიურად ტესტირების 10 მილიონი კომპლექტის წარმოებას. კიდევ ერთი საწარმო მინიმუმ 20 მილიონ ტესტს გააკეთებს ყოველთვიურად“ – განაცხადა ტრამპმა.
იმ შტატების გუბერნატორები, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა (მაგალითად ნიუ იორკის შტატი) მოუწოდებენ პრეზიდენტს მისი უფლებამოსილება უფრო ფართოდ გამოიყენოს და სამედიცინო საშუალებების წარმოებაში მეტი საწარმოო სიმძლავრე ჩართოს.
ნიუ იორკის აგლომერაციაში ჰოსპიტალიზაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფთა რაოდენობა ნელა, მაგრამ მუდმივად მცირდება.
“ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია კონტროლი დავამყაროთ ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე. ეს თქვენ, ჩვენმა მოქალაქეებმა შეძელით და ეს მხოლოდ შუალედური გამარჯვებაა. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია სიტუაციაზე კონტროლი შევინარჩუნოთ“– განაცხადა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ.
ნიუ იორკში ბოლო მონაცემებით 140 000–ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა შტატის 14 000 –ზე მეტი მაცხოვრებელი.