პასუხი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნებით, სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ იცის ჩვენზე ბევრად კარგად, ყველაზე კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები. ძალიან კარგად იცის, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითები არის, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია ამისთვის არის საჭირო და სწორედ არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა, აქ საჭირო არის მომზადება. მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი, ევროპული დროშის ქვეშ. რამოდენიმე პარტიით ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც არ ნიშნავს პარტიების, მაინც და მაინც, გაერთიანება, მაგრამ ნიშნავს მათი გამსხვილება და, რაც მთავარია, ეს ნიშნავს საზოგადოების გაერთიანება, ეროვნული თანხმობა ევროპაზე. და ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ მომავალ არჩევნებზე,
აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” ხელახალ ინიცირებას ეხმაურება