“ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა. ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, გულწრფელად გეუბნებით, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ეს ადამიანები, ყველას ავირჩევდით, იმიტომ რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ 3 თანამდებობის პირი, რომელზეც ეს იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე. ეს ფაქტია“,
აცხადებს, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.