“სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ფაქტობრივად, “პიპეტკით” იღებს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან მინიმალურ სითხეს.

ამ ფოტოზე პრეზიდენტ სააკაშვილს ეტყობა რამდენიმე ათეული კილოგრამის კლება და სისუსტე. პატიმარი იღებს ექიმის დანიშნულებას შესაბამის ოთახში და არა საკვებს მის საკანში.

როგორი გულისამრევები არიან რუსები და მათი ქართული გაგრძელება, რადგან მსგავსი დისკუსია გახსნეს. მიზანმიმართულად, რუსულ პროპაგანდისტულად უნდათ გავიდენ ფონს და ფიზიკურად გაანადგურონ სააკაშვილი.

როგორ მრცხვენია იმ ადამიანების, ვინც ახლა ისტორიის არასწორ მხარეს დგას და პრეზიდენტის შიმშილობაზე და ფიზიკურ განადგურებაზე ქირქილებს. საქართველოს ისტორია სავსეა ასეთი დროებით, როცა პატრიოტებს, ერზე და სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანს ტალახს ესროდენ, ქოლავდენ, კლავდენ და შემდეგ ისტორია აღიარებდა ამ ხალხს. ისტორიას არ უნდა დაველოდოთ. თითოეული ადამიანის აქტიურობით უნდა შევქმნათ ღირსეული აწმყო.

ყველას მაგივრად ბოდიში, მიშა. შენ ამას არ იმსახურებ. ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა – ძალა ერთობაშია”

წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო ოთახში გარკვეულ დანამატებს. უწყება ირწმუნება, რომ სააკაშვილი “საკვებს იღებს”. სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.