“პატიმრის უფლებები უნდა იყოს დაცული საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. უცბად, ათასმა პატიმარმა რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ყველას სამოქალაქო საავადმყოფოში ვერ გადაიყვან. არის სათანადო პირობები, იმისათვის რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა, თუ მას გადაწყვეტილი აქვს არ ჭამს, იშიმშილოს. აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეული არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ ციხი, რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. ხედავთ, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება. მადლობა ღმერთს, მიხეილ სააკაშვილს არ უწევს იმ ციხის გამოვლა, რაც მან გამოატარა ათი ათასობით პატიმარს”
თქვა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.