„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის პაპის, ფრანცისკეს შეხვედრას საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩაცმულობის გამო ქილიკი და დამცინავი კომენტარები მოჰყვა. ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.
„ყველაფერზე ქილიკი, ღლაბუცი და სიცილი არის ყველაზე დიდი პროვინციალიზმი, სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”… არ გეკადრებათ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს ყველა ბრუნვაში რომ განიხილავთ, თან ძალიან უსამართლოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩაცმა და სტილი არ ეშლება. არის რაღაც, რაც არ უნდა დაარღიო და საკუთარ თავს არ გადაუარო!”, – წერს პეტრე კოლხი.