“ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ოღონდ შედით პარლამენტშიო”- სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩრკვიანი, კორუფციულ შეთავაზებაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან 3 შეხვედრა ჰქონდა საიდანაც 2 შეხვედრის დროს კორუფციული შეთავაზება გაჟღერდა, ამის შესახებ მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“იყო ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებული პირები, იყო სულ 3 შეხვედრა, აქედან 1 მართლა, უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ადამიანურად, ჟარგონით რომ ვთქვა, გვაბამდნენ. ღიმილის მომგვრელი იყო. ამდენი ხმაა საჭირო და თუ ბრძოლა გინდათ, იქიდან ვიბრძოლოთ და ძალიან ასეთი კონსტრუქციული საუბარი და მეორე-მესამე უკვე კონკრეტული იყო და იყო პირდაპირი მნიშვნელობით კორუფციული შემოთავაზება”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.






![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)








