არაფერი რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ არის პოლიტიკური. დღევანდელი რეალობა სრულიად დაცლილია ყველაფრისგან რასაც ჩაუვლია პოლიტიკის, მართლმსაჯულების, დანაშაულის, კანონის გვერდით.

გაიგეთ, რომ ვერაფერი, აბსოლურტურად ვერაფერი რაც არ უნდა გაიხსენოთ მისი მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს, ვერ ხსნის, ვერ შველის ამ უბედურებას.
– რაშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებთ, და
– რასაც ამ საჯაროდ დემონსტრირებული სისასტიკისა და სიმხეცის ჩვენებით უკეთებთ დანარჩენ საზოგადოებას.

ყველაფერი, რასაც დღეს გვაყურებინებთ და განგვაცდევინებთ, მათ შორის ის უდიდესი უძლურების დროებითი განცდა რომელიც საზოგადოებას აქვს – უყურებს სისასტიკის და დაცინვის უპრეცედენტო მაგალითებს და ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად – აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ და თქვენ კი არ მებრალებით ეხლა, ეს ქვეყანა, ხალხი, ამის შემხედვარე ახალგაზრდები მენანებიან, ამ ტრამვით რომ იზრდებიან, ამ ტრაგედიის მონაწილეები რომ ხდებიან და ამ ბოროტების წრის გარღვევის შანსიც რომ არ ჩანს.
ხოლო ის ბუმენრანგი ხელში ზუსტად იმათ ეჭირებათ დღეს ამ ბოროტების წახალისებას, ტაშის კვრას და ფაისბუქ ბანერების დამზადება-გავრცელებას რომ ავალებთ.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი