ყველაფერი, რაც თუნდაც ჰგავს პოლიტიკურ დევნას, ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის – კელი დეგნანი

“ყველაფერი, რაც თუნდაც ჰგავს პოლიტიკურ დევნას, ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ”  –  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ნიკა გვარამიას საქმეზე გუშინ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

„თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება, ასევე ევროკავშირის და ბევრი სხვა საქართველოს ევროპელი მეგობრის. ყველაფერი, რაც აშშ-მ საქართველოში გასული 30 წლის განმავლობაში გააკეთა უჭერდა მხარს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს უსაფრთხო, განვითარებული დემოკრატიული მომავლისადმი.

მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა ცენტრალურია ამ მომავლისთვის და ყველაფერი, რაც თუნდაც ჰგავს პოლიტიზაციას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

ეს ის პირობაა, რაც საქართველოს ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ დადო ქართველი ხალხის წინაშე საპარლამენტო არჩევნებში, რომ მიაღწევდა მომდევნო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს გზაზე ამ ევროატლანტიკური მომავლისკენ. ყველაფერი, რაც ამას ხელს უშლის ახლა, ან თუნდაც საფრთხის ქვეშ აყენებს ძალიან შემაშფოთებელია.

შეერთებულ შტატებში ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო ჩვენი დემოკრატიის საფუძველია. ესაა ის, რაც აძლევს გამძლეობას და ძალას, რომ გაუძლოს სხვადასხვა გამოწვევებს და დროის გამოცდას და ჩვენ იგივე გვსურს ქართველი ხალხისთვის.

ქართველმა ხალხმა მრავალჯერ თქვა, რომ მათ სურთ ძლიერი დემოკრატია, სურთ ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების მიღწევაში. ესაა ის, რასაც ჩვენ 30 წელია ვაკეთებთ და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ, რადგან ნამდვილად გვჯერა საქართველოს წარმატების და ჩვენ გვინდა რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილურად, მშვიდობიანად და განვითარებულად“ – განაცხადა კელი დეგნანმა.