პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.
მისი თქმით, ყველაფერი შესაძლებელია და გახანგრძლივება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
,,ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცნაა ადამიანების ჯანმრთელობა,” – განაცხადა გახარაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს.
,,ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, – თქვა გახარიამ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს 1 თვით გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. გამოცხადებულია ასევე საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი. მოქალაქეებს 21 საათიდან დილის 6 საათამდე სახლიდან გამოსვლის უფლება არ აქვთ. ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება.