“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ან მისთვის სიცოცხლის მოსპობას, ეს ხომ ასეთი პროცესი, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი პროცესი, სადაც უნდა გაირჩეს მტყუან-მართალი, არის საკითხი სხვაგვარად დაყენებული, ადამიანი უნდა გადარჩეს, თუ ადამიანი უნდა მოკვდეს. ყოფნა-არ ყოფნის საკითხია და ეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც თითქოს ვერ გვარდება, რა თქმა უნდა, არის წინასწარ განზრახული მიდგომა ხელისუფლების მხრიდან და არაფერი გასაკვირი, როგორც ჩანს არ არის.
დეპუტატების და ქართული ოცნების, მათი მინისტრებისგან ვიხილეთ გუშინ იუსტიციის მინისტრის უპასუხისმგებლობა განცხადება, ვიხილეთ მათი გუნდის წევრების განცხადებები პარლამენტში, სადაც პირდაპირ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილს უსურვებენ და არც მალავენ. ადვილად პროგნოზირებადია, რას ფიქრობენ სხვები, ქართული ოცნების დეპუტატების რიგებში, იმავეს, უსურვებენ მიხეილ სააკაშვილს სიკვდილს. ამიტომ, ვთქვი ბევრჯერ და გავიმეორებ, ადეკვატური იქნება საზოგადოების რეაქცია ყველა ამ ამორალურ, არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებაში. ყველაფერს აქვს საზღვარი, ადამიანის სიცოცხლე არის სერიოზული რისკის ქვეშ. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მინიმუმ მიხეილ სააკაშვილი გახდეს უუნარო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს დიდი, მტკივნეული დარტყმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა, მარტივად, არავის შერჩება, მაგრამ აქ არ გვაინტერესებს დაისჯება ხვალ ან ზეგ კონკრეტული თანამდებობის პირი ან ბიძინა ივანიშვილი მომავალში, ზუსტად ვიცით, რომ სახელმწიფოს დაწევს უკან მრავალი წლით“,
აცხადებს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.