ჩვენ არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებს და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

შედეგიც სახეზეა – საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ მანძილზე ყველანაირი შეზღუდვები იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ხოლო ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მხოლოდ მინიმალური დროით.

და ამას ქვეყანამ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც დაბალია”

აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.