ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები და პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან მთავრობა და პარლამენტი აკეთებს შეუძლებელსაც კი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებსა და სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში. მინდა უკრაინას ვუსურვო ძალიან მალე მშვიდობის დამყარება, გამთლიანება მის ტერიტორიებს და სუვერენიტეტს გაძლიერება და ბატონ არახამიას ვურჩიო, რომ სწორედ ამ საქმით დაკავდეს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება.