“ყველაფერს თუ რეგულაცია სჭირდება, მაშინ ვინ არის კალატოზი? ” – ასე გამოეხმაურა, ვროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, ქართული ოცნების დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა რომ კანონმა უნდა დაარეგულიროს ვინ არის ჟურნალისტი. უგულავამ ეს განცხადება, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.
“ვინ არის ჟურნალისტი, შეკითხვა თუ ლეგიტიმურია, ვინ არის, მაშინ, კალატოზი? ვინ არის, მაგალითად, თერძი? ყველაფერს თუ რეგულაცია სჭირდება, მივყვებით მაშინ რეგულაციას.ეგრე არის, როდესაც შენ შეგეხება, შეიძლება თვლიდე, რომ უსამართლოდ, მე არ ვიცი რამ აღაშფოთა ასე ბატონი კახიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი შენ შეგეხება, იმ წამსვე იწყებ რეგულაციებს, მოხრჩობას. ხომ ფაქტია, რომ მის წარმოდგენაში რეგულაცია არის მოხრჩობა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.