ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე იყოს – სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძეზე

“ყველა ადამიანს არ შეუძლია ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა ” -საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. სააკაშვილის თქმით ყველას არ შეუძლია, ბრძოლის წინა ხაზზე იყოს და ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით.

“არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც არის ბრძოლა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით; ბრძოლა დაკავშირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან, უსამართლობასთან, ბრძოლა ბოლომდე შეუთავსებოლობასთან და არაღიარებასთან უკანონო რეჟმის, რომელმაც მოიპარა არჩევნები საქართველოში, ყველა ადამიანს არ შეუძლია და ვერ მოთხოვ, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა”, – განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.