“ხაზგასმით ყველა ამბობდა, უცნაურია, რატომ არ იქნა ნახსენები რუსეთის ფედერაცია რეზოლუციაში. ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ სოლიდარობის აქციებში, რომელიც გაიმართება ევროპარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ საქართველო მუდმივად იყოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირთან დაახლოვების კონტექსტში განხილული”
თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ. ლელოს ჯგუფი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს, მათ მიხაილ გალერის, პეტრას აუსტრევიჩიუსს და კატალინ ჩესას შეხვდნენ, აუდიენცია შედგა შარლ მიშელის კაბინეტის წევრებთანაც. ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ იყო.