“რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია. თუმცა ყველაფერი ხომ შედარებითია?! თუ შევადარებთ წინა წლებში როგორ ტარდება არჩევნები, რა ხდებოდა ამ მიმართულებით, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს. თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და გავითვალისწინოთ ეუთო/ოდირის ყველა რეკომენდაცია, რომელიც დასკვნაში იყო მოცემული, რომ უკეთესი და უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ მომდევნო წლებში.
[ოპოზიციას] შეუძლია გადათვალოს [უბნები] არანაირი პრობლემა არ არის. იცით, რომ შესაძლებელია უბნების ამორჩევა და გადათვლა. ვერანაირ პრობლემას ვხედავ, იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული”
თქვა კახა კალაძემ.