ყველა განცხადება პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე უსაფუძვლოა – ფინანსთა სამინისტრო

ყველა განცხადება პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე უსაფუძვლოა  -ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს ეხმაურება.უწყების განმარტებით, პარტნიორებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.

“რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს – მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.

როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

შესაბამისად, ყველა სახის განცხადება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე – არის უსაფუძვლო”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.