ყველა ელჩს ვთხოვ, რუსთავში გამოცხადდნენ – მელია თავდასხმაზე

ნიკა მელია ეხმიანება რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, თავდამსხმელები დასაჯოს.

ის მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებსაც და თხოვს, რუსთავის ოფისთან მივიდნენ.

“მინდა საერთაშორისო საზოგადოებას, სადამკვირვებლო მისიებს მივმართო, რომ თუ არის შესაძლებელი, ადგილზე, გამოცხადდნენ რუსთავში. მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თუ რა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც 30 ოქტომბერს დავასრულოთ. ვთხოვ ყველა ელჩს, ჰქონდეთ სწორი და დროული რეაქცია”,– ამბობს ნიკა მელია.

ის ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე.

ცნობისთვის, ქართული ოცნების მხარდამჭერები რუსთავში ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაცმოძრაობის წევრებს, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატს.