დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემდეგ ყველა ადამიანი შესაბამის ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს
“ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს. მცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები”.- აცხადებს გამყრელიძე.