ყველა თანხმდება, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი – ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი, ღია და კონკურენტული იყო.

მინისტრის თქმით, თუ საარჩევნო პროცესში რაიმე სახის ხარვეზი გამოვლინდა, ის სამართლებრივი გზით უნდა გადაწყდეს.

„ყველა თანხმდება, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი, ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული და თუ არჩევნების პროცესში დაფიქსირდა რაიმე სახის ხარვეზი, დიპლომატიური მისიებიც მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ ყველა უთანხმოება გადაწყდეს სამართლებრივბი გზით. ეს არის ჩემი პოზიციაც და ამ შემთხვევაში ეს არის ის, რასაც ჰქვია დემოკრატია, ის, რასაც სხვა ქვეყნებში ვხედავთ, საქართველოში არჩევნები იყო ნამდვილად თავისუფალი, იყო კონკურენტული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.