“ყველა თემაზე შეიძლება საუბარი გარდა იმისა, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს”- ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი გარდა იმისა, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს და მოხდეს რევიზია.
” ამ შემთხვევაში ბევრ თემას შეეხნენ ისინი და ყველა თემაზე შესაძლებელია საუბარი გარდა იმისა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება გადაიხედოს და მოხდეს რევიზია. თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორიც აქამდე იყო და მათი პირობა ისე ულტიმატუმის სახით იქნება წარმოდგენილი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ როგორც კი ამ წითელ ხაზს გადაკვეთავენ, ოღონდ ამ შემთხვევაში პოზიტიური გაგებით,ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან. თუ ისინი იფიქრებენ და თავის თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ულტიმატუმის, ანუ ყველაზე რადიკალური პოზიციის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში ყველა ვხვდებით, რომ უკვე შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა”,- განაცხადა მდინარაძემ.