”მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას: ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი – ეს ყველაფერი უკავშირდება ქართული ოცნების მმართველობას. დიდი მადლობა, ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და გაერთიანებას.”

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.