„მოწმეებმა განაცხადეს, რომ ის აპარატურა, რის შესყიდვასაც ედავება ბრალდების მხარე, რომ ძვირად იყიდა, მის მონტაჟს, მოტანას, ჭირდებოდა რამდენიმე ეტაპი. თუ ჩვენ მხოლოდ აპარატურის ფასს ვიანგარიშებთ, შეფუთულს და დასაწყობებულს, მაშინ შეიძლება სხვაობა გამოგვივიდეს, მაგრამ როგორც მოწმემ განაცხადა, ამ აპარატურის დამონტაჟებას და საბოლოოდ მწყობრში მოყვანას სერიოზული ხარჯები აქვს და ეს ხარჯი არ შედის ფასში. თავდაცვის სამინისტრომ რა თანხაც გადაიხადა, ხელშეკრულებით მასში შედიოდა მოტანა, მონტაჟი, ოთახის მოწყობაც და ყველაფერი. შემომტანმა თქვა, რომ დაახლოებით 100-200 დოლარამდე ჯდება ოთახის მოწყობა.
მოწმე, რომელიც იყო წარმოდგენილი, ბრალდების მოწმედ ვერ განიხილება. მათი ჩვენების მიხედვით, ის ხარჯები, რაც გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, თავისი მონტაჟით, მოწყობით და მიმდინარე ხარჯებით, საჭიროება იყო – ეს ყველა მოწმემ დაადასტურა“,
ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.















