კადიროვი ყველა მოხალისეს ვინც უკრაინაში საომრად წავა 300 000 რუბლს ჰპირდება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ  ყველა მოხალისეს ვინც უკრაინაში საომრად წავა 300 000 რუბლს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ, რადიო თავისუფლების რუსული გამოცემა “საანგეტოზე” დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, მოხალისეებთან კონტრაქტი არ გაფორმდება. მოხალისე უნდა იყოს, 50 წლამდე ჯანმრთელი მამაკაცი, რომელსაც  შეიძლება არ ჰქონდეს საბრძოლო გამოცდილება.  უკრაინაში საბრძოველად ისინი გროზნოში მოხალისეთა დასაქმების ცენტრის მეშვეობით გაიგზავნებიან, 10 დღიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ კი მათ შეეძლებათ ომში წასვლა.