“ყველანაირი თავშეყრა ისევ არის. იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, მიტინგი, წვეულება თუ ა.შ. ამიტომ ყველა პირობაა იმისთვის, რომ სიტუაცია მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდეს.
თან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონია. ცივი სეზონი მოვიდა უკვე და ეს ყველაფერი ერთად ხელს უწყობს იმას, რომ არ გვქონდეს სერიოზული გაუმჯობესება. უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ, რეანიმაციები გადატვირთულია”
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე იმედის ეთერში.