ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, უნდა გადმოვიტანოთ პოლიტიკურ პლატფორმებზე – გახარია

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო, სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე უდნა გადაიტანონ. როგორც გახარია ამბობს, ამაში სტრატეგიული პარტნიორებიც უნდა ჩაერთონ.

“რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.