ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) დღევანდელ სხდომაზე პოზიტიური ზეპირი შეფასება მისცა უკრაინისა და მოლდოვას ევროინტეგრაციის რეფორმების პროგრესს.
ევროკომისიამ უკვე მიიღო სპეციალური დოკუმენტი, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი, რა დავალებები შეასრულეს ოფიციალურმა კიევმა და კიშინოვმა. დოკუმენტის თანახმად, უკრაინამაც და მოლდოვამაც ევროკავშირის მოთხოვნები გაითვალისწინა. ახლა გადაწყვეტილება უკვე წევრი ქვეყნების ხელშია.
“მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების საკითხი დღეს ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის დღის წესრიგში იყო. კომისიის მხრიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ყველა სახის განახლება წევრ ქვეყნებს და მიგვაჩნია, რომ ყველა ნაბიჯი შესრულებულია ორი ქვეყნის მიერ. ახლა გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია”, – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა ანა პისონერომ