ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ – ბორელი

ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე არ ვარ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით საჭიროა მოხდეს ისეთი გზის განხილვა, რომლის საშუალებითაც ვიზებს რუსების ნაწილი მიიღებს, თუმცა, არა ოლიგარქები.

„არ მგონია, რომ რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა ხელის შემწყობი იქნება და არ მგონია, რომ ამ იდეას საჭირო ერთსულოვნება ექნება. […] ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ საშუალება, რომ ვიზები რუსების ნაწილმა მიიღოს და რა თქმა უნდა, არა ოლიგარქებმა. უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ ვარ ყველა რუსისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის მომხრე”, – აღნიშნა ბორელმა.