“”ყველა საქმე უნდა გადადონ და ამაზე უნდა იმუშაონ””- ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში თითქმის ორი თვე გაატარა, ამბობს, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ხელისუფლებამ ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადოს.
“ქვეყანა, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ყველა საერთაშორისო კანონები ძალიან ძნელია მასთან კანონიერად ბრძოლა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გაჩერებული უნდა ვიყოთ და არგაღიზიანების პოლიტიკა ვაწარმოოთ. მთავრობა არის ჩვენ მიერ დაქირავებული მათ უნდა შეასრულონ ჩვენი მოთხოვნები. ალბათ საქართველოს მოსახლეობის 90%-ის მოთხოვნაა, რომ ჩვენი დაკავებული მოქალაქეები, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ, აბსოლუტურად ყველა საქმე უნდა გადადონ და ამაზე უნდა იმუშაონ. სამწუხაროდ დაკავება ხდება ძირითადად იქვე, მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების. იქ არ დაუკავებიათ არც ერთი დეპუტატი, მინისტრი, არც ერთი სამინისტროს თანამშრომელი და ამიტომაც, მათთვის ადვილია ოკუპაცია., ხდება, ხან გესვრიან, ხან დაგიჭერენ. სამწუხაროდ ასეა. ტახტზე წამოწოლილი ამ საკითხზე ლაპარაკი ადვილია”, – ამბობს ვაჟა გაფრუინდაშვილი