“ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც მასზე წლების მანძილზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით!
ასე ეხმიანება პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს. ცნობისთვის, პრეზიდენტმა თქვა, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს.