“ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს, გააჩნია ვისთვისაა ძვირი” – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის სიძვირეზე მოქალაქეებს.
“გააჩნია ვისთვისაა ძვირი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის მისაღები. მე ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ტრანსპორტს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსით. ვიღაცისთვის არაა ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. მომავალში ექნებათ ველოსიპედები. ადამიანებს ექნებათ არჩევანი”, – განაცხადა კახა კალაძემ