ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ “ყველა შეზღუდვა ერთდროულად ვერ მოიხსნება.”
მისი თქმით, ახლა სტატისტიკურად “პლატოს პერიოდში” ვართ.
„ეს იყო გარკვეული გამონაკლისი იმისთვის, რომ წინასაახალწლო პერიოდში მოსახლეობას წესების დაცვით ჰქონოდა ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება და ძალიან მკაცრი მონიტორინგი იყო, თუ როგორ მოხდა ოპერირება. მცირედი სტატისტიკური მატება ჩვენ ვნახეთ იანვრის შუა რიცხვებში, თუმცა მალევე ეს დაუბრუნდა ჩვეულ ნიშნულს. ახლა ვართ გარკვეულწილად სტატისტიკურად პლატოს პერიოდში.
ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად. რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რისკები. ამდენად, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნას, აიხსნება სწორედ თანმიმდევრულობის აუცილებლობით. პირველ რიგში ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს სკოლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც განსაკუთრებული ბაზისური საჭიროებაა საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა მა