ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის–მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქზე წერს, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით იბრძვის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. მიხეილ საააშვილი წერს, რომ  გულშემატკივრების სოლიდარობა ჰმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს.

“მე ვიცი, რომ უსაზღვროდ ბევრი ადამიანი მგულშემატკივრობს საქართველოშიც, უკრაინაშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა შინაგანი ძალის მობილიზაციით ვიბრძვი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. თქვენი სოლიდარობა მმატებს მხნეობას და სულიერ სიმტკიცეს. როგორ სუსტადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვფიქრობ თქვენზე. თქვენდამი ჩემი სიყვარული აუცილებლად გადამარჩენს!კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უსაზღვრო რწმენის თქვენი, ღვთის და უკრაინის გამარჯვების!თქვენი მიშა”,- ნათქვამია სააკაშვილის წერილში, რომელიც კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.