მოძრაობა “საქართველოსთვის” ერთ-ერთი აქტივისტი ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა წესიერი აქტივისტი, უნდა ჩაეხსნას “რიონის ხეობის მცველებს”.
“Ყველა წესიერი აქტივისტი უნდა ჩაეხსნას რიონის ხეობის მცველებს.
Სოლიდარობა დაკავებულ ძმებს.”- წერს ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელში.
რამდენიმე წუთის შემდეგ ალიკა კუპრავამ, სტატუსი წაშალა.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს, “რიონის ხეობის მცველებმა” მათ მხარდასაჭერად ჩასული მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე არ მიუშვეს და უთხრეს, რომ მისი პოლიტიკური გემოვნება აქციაზე მყოფი ნაწილისთვის მიუღებელი იყო.