“ჯერ ერთი, ვინც არ უნდა თქვას რუსეთში, რომ ჩვენი პატრიოტები გაანადგურეს, ისინი ისევ აქ არიან, მუშაობენ, ყველა მათგანი ანადგურებს რუსულ რაკეტებს. რაც შეიძლება ეფექტურად. არც ერთი პატრიოტი არ განადგურებულა![…]ყველაფერი, რაც უკრაინაში განიხილებოდა, ეხებოდა მშვიდობის ფორმულას. მთელი შინაარსი. ყველაფერი, რასაც რუსეთში ამბობდნენ, ეხებოდა ომს, იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის განადგურება. აშკარაა, რომ მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. კარგია, რომ ეს მსოფლიოს უფრო და უფრო ესმის და ხედავს”,
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციული ვიდეომიმართვისას გამოეხმაურა რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპანტებმა უკრანისი Patriot-ის სარაკეტო სისტემები გაანადგურეს.