ყინწვისის ინციდენტზე მამა დავით აქიაშვილს (კობა კობაიძეს) პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორი დავით აქიაშვლის პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე – გირაოს.
პროკურორის განცხადებით, მომდევნო სასამართლო სხდომამდე, რომელიც 22 ივნისს არის ჩანიშნული, არსებობს მიმალვს საფრთხე, ამიტომ აქიაშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალებში არც ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული და არც მოწმეები არიან.
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის ავტომობილის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.