შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა დაცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს., – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული სასულიერო პირია, რომელიც ყინწვისის ინციდენტში მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციითყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა, ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით ურთიერთდაპირისპირების შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა.
სასულიერო პირები დაპირისპირებას უარყოფდნენ.