მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი ქალაქის მცხოვრებ მამაკაცებს, მოუწოდებს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დატოვონ. ფიოდოროვმა განაცხადა, რომ თუ გაუშვებენ დროებითი ოკუპირებული ტერიტორიები ზაპოროჟიეს მიმართულებით წავიდნენ ან ქვეყანა ოკუპირებული ყირიმის გავლით დატოვონ, გადავიდნენ საქართველოში აქედან კი უკრაინაში დაბრუნდნენ.
- “პირველი დღე არაა, რაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ევაკუაციისკენ მოგიწოდებთ. დღეს არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვასილევკაში ზაპოროჟიეს მიმართულებით არ უშვებენ 18-35 წლის მამაკაცებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, პირველ რიგში გამოძახების ასაკის კაცებს, სასწრაფოდ დატოვეთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. მტერი დღეს ამბობს, რომ ჩაატარებენ ცრუ რეფერენდუმებს, ზუსტად ვიცით, რომ ეს არაფრამდე მივა, ხოლო ეს კეთდება ერთი მიზნით – გამოიყენონ ჩვენი მცხოვრებლები საზარბაზნე ხორცად. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, წახვიდეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით, თუ გაგიშვებენ, წახვიდეთ დროებით ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით, შემდეგ საქართველოს გავლით დაბრუნდეთ უკრაინაში. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ნამდვილად დატოვეთ”. – მიმართავს მერი მელიტოპოლის მცხორებლებს.