რუს სამხედროებსა და კოლაბორატორებს შორის პანიკა ვრცელდება იმის გამო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაძლოა მალე შევიდნენ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე.
როგორც ყირიმელი თათრების თავმჯდომარის მოადგილემ, ახტემ ჩიიგოზმა ტელეკომპანია Apostrophe TV-ს ეთერში განაცხადა, ნახევარკუნძულის დეოკუპაცია შეიძლება ხერსონის სცენარის მიხედვით მოხდეს.
„ოკუპანტები ახლა პანიკაში არიან და შიშობენ, რომ დიპლომატიური და სამხედრო გზით შევალთ ყირიმის ტერიტორიაზე. როცა სხვადასხვა ექსპერტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არსებობს ჩვენი შემოსვლის ალბათობა ყირიმში და ეს მართალია რადგან ხერსონმა აჩვენა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. მე უკვე ხერსონში ვიყავი და გავიგე ჩვენი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად ძლიერიები არიან ისინი რომ ოლეშკი და სკადოვსკი ახლა ასევე ძალიან საშიშია ოკუპანტებისთვის. ვფიქრობ, ყირიმში სცენარი იგივე იქნება, რაც ხერსონში“, – განაცხადა ჩიიგოზმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც სამხედროებსა და კოლაბორატორებს შორის პანიკაა, ის სამოქალაქო მოსახლეობამდეც აღწევს.
„ჩვენი სამხედროები აჩვენებენ, რომ ახლა ოკუპანტებისთვის აღარ არსებობს ადგილი სადაც ისინი თავს დაცულად იგრძნობენ”. – ხაზგასმით აღნიშნა ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილემ.